რა საფრთხეს შეიცავს ივანიშვილისთვის ბრიტანეთის მიერ დაანონსებული სანქციები - ვიქტორ ყიფიანის კომენტარი

01.07.25 16:23
რა საფრთხეს შეიცავს ივანიშვილისთვის ბრიტანეთის მიერ დაანონსებული სანქციები - ვიქტორ ყიფიანის კომენტარი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბრიტანეთის მიერ დაანონსებულმა სანქციებმა, შესაძლოა, მძიმე შედეგი მიაყენოს, ამთ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიზნესს.

ყოფიანის თქმით, ის გაერთიანებული სამეფოს გაფრთხილება ნებისმიეირ მსხვილი ბიზნესისთვის ანგარიშგასაწევია. 

ვიქტორ ყიფიანი ვარაუდობს, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ეს არ არის ბოლო აქტი და ამას, მაღალი ალბათობით, დამატებითი აქტები მოჰყვება.

ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენის და ბატონი ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასეთად ითვლება, შეუზღუდავი საფინანსო საქმიანობა გლობალურ მასშტაბში არის ერთ-ერთი წინაპირობა ამ სიტყვის სწორი გაგებით, რომ აწარმოო წარმატებული ბიზნესი. ამდენად, ბრიტანული იურისდიქცია, რომელიც არის ერთი კონკრეტული გეოგრაფია, მაგრამ  სანქციებმა შეიძლება ნებისმიერ ბიზნესს მიაყენოს ძალიან მძიმე შედეგი. ეს გაფრთხილება ნორმალური, საღი ბიზნესისთვის, არის ანგარიშგასაწევი. თუ პროცესები განვითარდა ქვეყანაში იმ გზით, როგორც ვითარდება, ალბათ ასე შუა გზით და სანახვედრო არ შემოიფრაგლება და ამას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს არ არის ბოლო აქტი ბრიტანეთის მხრიდან და მას აუცილებლად, მაღალი ალბათობით, მოჰყვება დამატებითი აქტები", - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. 

დიდი ბრიტანეთი "ოცნებას" აფრთხილებს - განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულთან მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.

საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგარეოში დაბარებულ "ოცნების" წარმომადგენელს ასევე ესაუბრნენ დაკავებული ოპოზიციის ლიდერების და ქვეყანაში თავისუფალი აზრის დევნის შესახებ და გააფრთხილეს, რომ თუ საქართველო არ დაუბრუნდება "დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას, ბრიტანეთი "არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას.

  • ასევე, შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ერთგვარი გაფრთხილება ქართული კერძო-სექტორისთვის, თუ როგორ უნდა აარიდოს ქართულმა ბიზნესმა თავი სანქციებს. 

 

მსგავსი სიახლეები