ამ ქალის ამაზრზენ არსებობას საზღვარი არ აქვს- ხატია დეკანოიძის პასუხი თეა წულუკიანს
ამ ქალის ამაზრზენ არსებობას საზღვარი არა აქვს- ქუთაისის მერობის კანდიდატი, ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს კულტურის მინისტრის ბრალდებაზე პასუხობს.
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანს დღესაც აქტიური ურთიერთობა აქვს ე.წ. კანონიერ ქურდებთან.
რა დამოკიდებულება აქვს [წულუკიანს] ქუთაისისა და პოლიციელების მიმართ, ნათლად ჩანს. თეა წულუკიანის 3 ცხოვრება არ ეყოფა იმას, რაც ჩემი წინა პროფესიიდან გამომდინარე მინახავს ჩვენი ღირსეული პოლიციელების ურთულესი მუშაობა. არ ვაპირებ, ამ განცხადებაზე პასუხი გავცე, ეს არის ამაზრზენი სახელმწიფო მოხელის განცხადება.
ძალიან კარგად ახსოვს სახელმწიფოს და ხელისუფლებას, რომ თეა წულუკიანი კარგად არის კანონიერ ქურდებთან და კრიმინალებთან - ამბობს ხატია დეკანოიძე.
საქართველოს კულტურის მინისტრმა ქუთაისში, მერის არჩევნებისთვის მომხრეებს მობილიზებისკენ მოუწოდა და განაცხადა ,,ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში".