გასაიდუმლოებული ოპერ-მუშაკები და ცვლილებები საპროცესო კოდექსში - რა საფრთხეებზე საუბრობენ იურისტები
გასაიდუმლოებული ოპერ-მუშაკები და ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში - იურისტები "ოცნების" ინიციატივას აკრიტიკებენ, რომლის მიხედვითაც საიდუმლოდ დარჩება იმ პოლიცილების ან მოწმეების ვინაობა, ვისი ინფორმაციის საფუძველზეც გამოძიებას დაიწყებენ.
ცვლილებების თანახმად, მომავალი კვირიდან საგამოძიებო უწყებას ექნება შესაძლებლობა, რომ პატაკის შემდგენი პოლიცილები ან მოწმეების ვინაობა არასდროს გაასაჯაროვოს. მათი ვინობა არც იმ ადვოკატებს ეცოდინებათ, რომლებიც სინდისის პატიმრებს და სამოქალაქო ატივისტებს იცავენ.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძის თქმით, ამ საპროცესო ცვლილებით შესძლებელია, მტკიცებულებების ფალსიფიცირება მარტივად მოხდეს - "შესაძლებელია, ერთი მტკიცებულება გაამრავლონ და ამით დასაჯონ ადამიანები".
გამომძიებელი როდესაც შემოვიდოდა სასამართლოზე, იტყოდა, რომ მე მქონდა ოპერატიული ინფორმაცია და ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩავატარე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. ამ ოპერატიულ ინფორმაციას სასამართლო ვერ იყენებდა სასამართლო დამატებით მტკიცებულებად. მხოლოდ რჩებოდა გამომძიებლის ჩვენება და ამის შემდეგ ამოღებული სხვადასხვა ნივთიერება იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. დრეს ამ კანონის შეცვლის მერე რა ხდება - ის ადამიანი, რომელიც იქნება დაფარული, იმასაც დაკითხავენ ონლაინ. ჩვენ დაცვის მხარეს, არ გვეცოდინება, დაირღვევა შეჯიბრებითობის კანონი. არ გვეცოდინება, რა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო უშუალოდ მონაწილეობა, რადგან მისი დაკითხვა რეალურად შეუძლებელი იქნება, რადგან არ ვიცით, მისი სახელი, გვარი, მისი წარმომავლობა, სად მუშაობს, როგორ მუშაობს, შესაძლებელია, რომ ისიც თვითონ იყოს პოლიციელი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ერთმა პოლიციელმა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება, მეორე პოლიციელმა იგივე ქმედებების დუბლიკაცია მოახდინოს და მოხდეს მტკიცებულებების ფალსიფიცირება. ერთი მტკიცებულება გაამრავლონ და ამით დასაჯონ ადამიანები". - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
ადვოკატი ბექა ბასილაია ფიქრობს, გასაიდუმლოებული ოპერ-მუშაკები განსაკუთრებით "ნარკოტიკების ჩადების საქმეებში" იქნებიან გამოყენებულები, ასევე აქციაზე დაკავებული პატიმრების წინააღმდეგაც.
დაგეგმილი ცვლილებები ემსახურება ერთ მიზანს - მაქსიმალურად დამალონ იმ პოლიციელთა ვინაობა, ვინც იძლევა ცრუ ჩვენებებს, ვინც ეწევა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და ამ ცვლილელებების გამოყენებას შეეცდებიან ბუნებრივია, დემონსტრანტების, აქტივისტების წინააღმდეგ, ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, ბოლო პერიოდში, რამდენად ხშირად იხლართებიან პოლიციელები პროცესებზე თავიანთ ჩვენებებში, რამდენად ხშირად ხდება მათი მხილება ტყუილში და იქნება ეს ნარკოტიკების ჩადების საქმეები, თუ იქნება ეს აქციაზე დაკავებული პატიმრების საქმეები, ყველგან შეეცდებიან მსგავსი მეთოდებით ბრძოლას", - აცხადებს ბექა ბასიალაია.
რას ითვალისწინებს ცვლილება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის - დეტალურად ნახეთ აქ: