ვინ დაპატიჟეს და ვინ ესწრება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ მიღებას საელჩოში

02.07.25 20:18
ვინ დაპატიჟეს და ვინ ესწრება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ მიღებას საელჩოში

განსხვავებული დღის წესრიგი ამერიკის საელჩოში - პირველად ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი  გამართული მიღება პრემიერისა და ოცნების დეპუტატების გარეშე მიმდინარეობს.  წინასწარი ინფორმაციით არც  კობახიძესთან და არც ოცნების პარლამენტის წევრებთან დიპლომატიური მისიიდან მოსაწვევები არ გაუგზავნიათ. 

"პირველების" ინფორმაციით, საელჩომ მხოლოდ ცალკეული მინისტრები დაპატიჟა. დანიგანის ორგანიზებულ მიღებაზე ამ წუთებში მხოლოდ გელა გელაძე, ირაკლი ჩიქოვანი და გივი მიქანაძე იმყოფებიან.  საელჩოში იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ტრადიციული და მნიშვნელოვანი ღონისძიება ამერიკის დიპლომატიური მისიის ოფისში  მიხეილ ყაველაშვილის გარეშე მიმდინაროებს. ისიც საელჩოში სავარაუდოდ არავინ მიიწვია. 

თუ რატომ არ იმყოფებოდა მიღებაზე ირაკლი კობახიძე ან "ოცნების" რომელიმე დეპუტატი, ამის შესახებ "პირველებმა" ივანიშვილის გუნდის იმ მაღალჩნოსნებს ჰკითხა, ვინც ღონისძიებას ესწრებოდნენ, თუმცა მათ არცერთ პასუხს არ უპასუხეს. 

ასევე ნახეთ, ელჩის სიტყვა ღონისძიებაზე: 

"როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა: ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით, თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს" - დანიგანი "ოცნებას"

 

მსგავსი სიახლეები