საქართველოს ახლა დიდი ბრიტანეთი სჭირდება - მაკლირი გაერთიანებულ სამეფოს მოქმედებისკენ მოუწოდებს

02.07.25 21:15
საქართველოს ახლა დიდი ბრიტანეთი სჭირდება - მაკლირი გაერთიანებულ სამეფოს მოქმედებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახლა დიდი ბრიტანეთი სჭირდება - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი გაერთიანებულ სამეფოს საგარეოს მოქმედებისკენ და ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმისკენ მოუწოდებს.

მაკლირმა X-ის საკუთარ გვერდზე საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის განცხადება გადატვიტა, სადაც ჰადადი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადაცდომები მიუღებელია".

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მადლობას უხდის საფრანგეთის მინისტრს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრისთვის,  რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ. 

"საქართველოს ახლა დიდი ბრიტანეთი სჭირდება - FCDO-მ უნდა გადადგას ნაბიჯი", - წერს მაკლირი. 
 

მსგავსი სიახლეები