ახალი გვარები ჩორჩანას საქმეში - დაიბარებენ თუ არა წულუკიანის კომისიაზე გომელაურს და ლილუაშვილს?
დაიბარებენ თუ არა წულუკიანის კომისიაზე ვახტანგ გომელაურს და გრიგოლ ლილუაშვილს? "ოცნების" გადამდგარი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება გუშინ გიორგი გახარიამ მისცა.
- ექსპრემიერი ამბობს, რომ ჩორჩანას საგუშაგოების გეგმის გაკონტროლება ჩაბარებული ჰქონდა შს მაშინდელ მინისტრს ვახო გომელაურს და სუს-ის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს, იმ კოორდინატებზე კი, სადაც საქართველოს საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, უცაბედად რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები აღმოჩნდა.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უკვე ლილუაშვილი და გომელაური დაკითხვაზე იქნებოდნენ.
რაც შეეხება ექსპრემიერის გუშნდელ სკანდალურ განცხადებას, ზაზა თავაძე ამბობს, რომ " გიორგი გახარიას აიძულეს, პანდორას ყუთი გახსნილიყო".
ჩვენ ხომ აქ სამართლებრივი სისტემა მორღვეული გვაქ. ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, პროკურატურა და მართლმსაჯულება, შესაბამისად სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ იწყება გამოძიება, მაგრამ, ჩვენ ახლა ამის იმედი არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ აიძულეს გიორგი გახარია, რომ პანდორას ყუთი გახსნილიყო"- განაცხადა ზაზა თავაძემ.
ოპოზიციაში არ აქვთ მოლოდინი, რომ გრიგოლ ლილუაშვილს და ვახტანგ გომელაურს "ჩორჩანას ეპიზოდთან" დაკავშირებით წულუკიანის კომისიაზე დაიბარებენ. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი, გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ ის მძიმე ბრალდება, რაც გიორგი გახარიამ გუშინ გააჟღერა, "დარჩება გამოუძიებელი მანამ, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ხელისუფლება".
ნორმალურ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში იარსებებდა გამოძიება, სასამართლო და სხვა შესაბამისი ინსტიტუტი, ჩვენ უნდა გვენახა როგორც გომელაურის ისე ლილუაშვილის დაბარება, ადეკვატური გამოძიება და საქმისათვის სინათლის მოფენა, მაგრამ ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როცა მთელი ინსტიტუტი არის ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და მე არ მოველი, რომ ვინმე იქნება დაბარებული, არ მოველი, რომ რაიმე იქნება გამოძიებული. რა თქმა უნდა, ის მძიმე ბრალდება, რაც გააკეთა გიორგი გახარიამ გუშინ, დარჩება გამოუძიებელი მანამ, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ხელისუფლება. ეს ამბავი არის შკარად გამოყენებული გიორგი გახარიას წინააღმდეგ მისი პოლიტიკური დევნის მიზნით", - ამბობს გრიგოლ გეგელია.