სკანდალი: ვინ დაუთმო ჩორჩანაში საგუშაგოები რუსებს - გახარია ხელს გომელაურს და ლილუაშვილს ადებს
ვინ დაუთმო ჩორჩანაში საგუშაგოები რუს ოკუპანტებს? - გიორგი გახარია წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხომაზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ხელს მაშინდელ შს მინისტრს, ვახო გომელაურს და სუს-ის მაშნდელ ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ადებს.
გიორგი გახარიას მონათხრობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სულ შვიდი საგუშაგოს აშენება იგეგმებოდა. ექსპრემიერის მონაყოლის თანახმად, გეგმაზე შს სამინისტროსთან ერთად მუშაობდა სუსიც.
თეა წულუკიანის კომისიაზე დისტანციურად ჩართვის დროს, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა თქვა, რომ საგუშაგოების კონკრეტული კოორდინატების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ როგორც სუსის მაშინდელ უფროსს, ვახტანგ გომელაურს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
გახარიას მტკიცებით, „ჩორჩანის საგუშაგოს“ აშენების შემდეგ, ეს პროცესი შეჩერდა და ექსპრემიერის განცხადებით, „იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები“.
გეგმის შექმნაზე სუს-იც მუშაობდა, მათი ანალიტიკურიც და შსს-ც - ამ ღონისძიებამდე დაახლოებით, 3 კვირით ადრე, EUMM წარმომადგენლებს შსს-ს შენობაში გავაცანით ყველა ინფორმაცია, კონკრეტული კოორდინატები და საგუშაგოების რაოდენობა - იგივე კოორდინატები გავუზიარე მაშინდელი სუს-ის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს - თქვა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა.
გახარია აზუსტებს, რომ მისი პრემიერმინისტრად დანიშვნის პერიოდში, საუბარია 3 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე მონაკვეთზე, იმ კოორდინატებზე, სადაც საქართველოს საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, უცაბედად რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები აღმოჩნდა.
ექსპრემიერი ამბობს, რომ საგუშაგოების გეგმის გაკონტროლება ჩაბარებული ჰქონდა შს მაშინდელ მინისტრს ვახო გომელაურს და სუს-ის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს.
რაღაც მომენტში, მაშინ როდესაც ეს გარდამავლი ეტაპი ხდებოდა, მაშინ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო სერიოზული კონფქლიტი - აცხადებს გახარია.
ამიტომაც პარტია 'საქართველოსთვის" ლიდერი ახლა წულუკიანს მოუწოდებს, დამატებითი კომისია შექმნან, რომელიც გამოიძიებს თუ რა მოხდა სინამდვილეში ჩორჩანაში.
რეალურად, ამ გეგმით, იქ უნდა გაკეთებულიყო შვიდი საგუშაგო. პირველი საგუშაგო გაკეთდა 24 აგვისტოს. ამის შემდგომ, მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად. აი, ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, ის საგუშაგოები, იმ კოორდინატებზე, რომელზეც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები. მე გეუბნებით, რომ მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულების, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა, რა გააკეთა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე, ან რა გააკეთა მაშინ სუს-ში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა მაშინ, როდესაც ამ ყველა წერტილზე, რომელსაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშებით,უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგო.
რაღაც მომენტში, როდესაც ეს გარდამავალი ეტაპი ხდებოდა, მაშინ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი და ეს იყო, სხვათა შორის, მინდა გითხრათ, პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩემსა და სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის, იმიტომ, რომ ის გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და რუსული დროშების მაგივრად დღეს იქ ქართული დროშები უნდა ყოფილიყო, ეს იყო გდდ-სა და სუს-ის მიერ შემუშავებული გეგმა, რომლის სრულად განხორციელების პირობებში, ეს საკითხი, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, საერთოდ არ იქნებოდა.
ამიტომ მოგიწოდებთ, რომ შექმნათ კიდევ ერთი კომისია. ეს კომისია ხომ “ნაცებისთვის” შექმენით. შექმნათ კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე და რატომ მოხდა ის, რომ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც იყო საქართველოს მხრიდან შემუშავებული და რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა საზღვარი, დღეს არის რუსების მიერ ჩადგმული...”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.", - განაცხადა გახარიამ.