"ოცნების კანონი, პირველ რიგში ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს შეეხება" - ექსპერტები

03.07.25 14:00
"ოცნების კანონი, პირველ რიგში ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს შეეხება" - ექსპერტები

ექსპერტების განმარტებით,  "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი, რომელიც ფინანსურ დანაშაულზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ სარგებლის გადაცემას კრძალავს, უპირველესყოვლისა ბიძინა ივანიშვილის გუნდის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე გავრცელდება. 

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის თქმით, როგორც ჩანს, ივანიშვილი თვლის, რომ "მისმა ჩინოვნიკებმა იმდენი დააგროვეს, რაც მას პოლიტიკურად საფრთხეს უქმნის". 

ეს კანონი გარდა იმისა, რომ არის არაკონსტიტუციური, უბრალოდ არაადამიანურია და გასაგებია, რომ პირველ რიგში ის შეეხება ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, როგორც ჩანს ივანიშვილი თვლის, რომ ამ ადამიანებმა დააგროვეს იმდენი რაც უკვე მას პოლიტიკურად უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, მას თავად უნდა იმ ფინანასების ფლობა, რომელიც ამ ადამიანების ჯიბეში აღმოჩნდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ეს თავისთავად უკანონო მიზანი არ ამართლებს იმ საშუალებას, რა საშუალებასაც ახლა კანონში წერენ, როდესაც სრულიად არაადამიანურად ადამიანს ადამიანის ელემენტარულ დახმარებას და ხელის გამართვას კანონით უკრძალავს, უფრო მეტიც, ადამიანის დახმარება მომავალში როგორც ჩანს დაისჯება სისხლის სამართლის კანონით," - განაცხადა მან

გიორგი ტაბატაძე აღნიშნავს, რომ "ეს კანონი არის ძალიან რეპრესიული და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართულია ბიზნესმენებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერის, საპარლამენტო მდივნის ლიკა საჯაიას განცხადებით, კანონი ცუდად  არამარტო ცალკეულ ადამიანებზე, არამედ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზეცნ აისახება.  მისივე შეფასებით, არცერთ ინვესტორს არ მოუნდება იმ ქვეყანაში ფულის დაბანდება, სადაც ხდება რეპრესიული კანონების მიღება. 

ფინანსური დანაშაულის შესახებ კანონპროექტი ამ დროისთვის 2 მოსმენით არის მიღებული, სექტემბერში გახდება ცნობილი, შევა თუ არა კანონი ძალაში.

ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის  მიხედვით, ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულ პირს ციხის დატოვების შემდეგ უფლება ექნება თვეში მხოლოდ 520 ლარი მიიღოს, თუ მას ნათესავი ან ახლობელი ბინას, მანქანას ან სხვა ნივთს დროებით სარგებლობაში გადასცემს, ესეც დანაშაულად ჩაითვლება და ისიც ციხეში ჩაჯდება. ამ რეჟიმში ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულ პირს ცხოვრება იქამდე მოუწევს, სანამ ვალებს ბოლომდე არ დაფარავს. 

ინფორმაცია ვრცლად, ახალი კანოპროექტის შესახებ ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები