გახარია ჩორჩანაში იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რისთვისაც დღეს მას პოლიტიკურად ასამართლებენ - შაიშმელაშვილი
გახარია ჩორჩანაში იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რისთვისაც დღეს მას პოლიტიკურად ასამართლებენ - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა და "თავისუფლების მოედნის" წევრმა, გიორგი შაიშმელაშვილმა "პირველებთან" განაცხადა.
რაც შეეხება ექსპრემიერის გუშინდელ სკანდალურ განცხადებას, შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან მინიმუმ დაგვიანებულია.
- გახარია ამბობს, რომ ჩორჩანას საგუშაგოების გეგმის გაკონტროლება ჩაბარებული ჰქონდა შს მაშინდელ მინისტრს ვახო გომელაურს და სუს-ის შეფს გრიგოლ ლილუაშვილს, იმ კოორდინატებზე კი, სადაც საქართველოს საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, უცაბედად რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები აღმოჩნდა.
შაიშმელაშვილი მიიჩნევს, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის მხრიდან "ჩორჩანას საქმეში" მაშნდელი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შემოყვანა ისეთივე "უსამართლო მეთოდია, რომელსაც "ოცნება" მიმართავას თავად გახარიას წინააღმდეგ".
"ამას WHAT ABOUT-იზმს, გადაბრალებას ეძახიან" - აცხადებს უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი.
ფაქტია, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ადამიანი იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რისთვისაც დღეს მას პოლიტიკურად ასამართლებენ, შეიძლება ბოლოს "სასამართლომ" პროკურატურაშიც გადაინაცვლოს. რაც შეეხება გახარიას ამ კონკრეტულ განცხადებას, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ კონტექსტში, რაც ჩორჩანას ეხება, მე მგონია, რომ ეს განცხადება სერიოზული არ იყო მისი მხრიდან, მინიმუმ დაგვიანებულია. ამას WHAT ABOUT-იზმს, გადაბრალებას ეძახიან, ანუ იმას, რასაც გახარიას, ჩემი აზრით, უსამართლოდ აბრალებენ, ზუსტად ასეთივე მეთოდი გამოიყენა გომელაურის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ გომელაურის არასწორ ქმედებაზე ისიც იყო პასუხისმგებელი, როგორც პრემიერ-მინისტრი და მისი ხელმძღვანელი. ისე როგორც შს მინისტრი გახარია ვერ მიიღებდა არასწორ გადაწყვეტილებას სუს-ის უფროსი, გომელაურის თანხმობის გარეშე, ასევე შს მინისტრი გომელაური ვერ მიიღებდა პრემიერმინისტრ გახარიას გარეშე ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო გადაწყვეტილებას", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.