"ივანიშვილი ბიზნესმენების გაკულაკებას გეგმავს" - ლევან ხაბეიშვილი

03.07.25 17:53
"ივანიშვილი ბიზნესმენების გაკულაკებას გეგმავს" - ლევან ხაბეიშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ "ქართული ოცნების" ახალი კანონი, რომელიც ფინანსურ დანაშაულზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ სარგებლის გადაცემას კრძალავს, ხალხის გაკულაკების გეგმაა. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ერთ დღეს, ივანიშვილი ყველას მიადგება და მათზე შურისძიებას კანონის სახელით დაიწყებს. 

რეალობაში ბძინა უყურებს ასე, ის ფული რაც საქართველოში იშოვება კეთილსინდისიერად თუ არაკეთილსინდისიერად არის ჩემი და როცა მოვალ და მოგთხოვთ, ბიზნესმენი ხარ კეთილსინდისიერი? - მომიტანე 100 მილიონი - ა, არ მომიტან? - მაშინ აღგიძრავ საქმეს და ამ კანონმდებლობის შესაბამისად წაგართმევ ქონებას.

შენ არ გექნება ქონება შენ სახელზე და მეუღლეს ექნება რამე? - წავართმევ მეუღლეს, შვილებს იმასაც წავართმევ.

ეს კანონმდებლობა რეალობაში, რომელსაც ახლა მიიღებენ, საბოლოო ჯამში არის ბიზნესმენების, ფულიანი ხალხის გაკულაკების კანონი და თუ ისინი ყურს არ შეიბერტყენ, მათთანაც ძალიან მალე მივა ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის  მიხედვით, ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულ პირს ციხის დატოვების შემდეგ უფლება ექნება თვეში მხოლოდ 520 ლარი მიიღოს, თუ მას ნათესავი ან ახლობელი ბინას, მანქანას ან სხვა ნივთს დროებით სარგებლობაში გადასცემს, ესეც დანაშაულად ჩაითვლება და ისიც ციხეში ჩაჯდება. ამ რეჟიმში ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულ პირს ცხოვრება იქამდე მოუწევს, სანამ ვალებს ბოლომდე არ დაფარავს. 

ინფორმაცია ვრცლად, ახალი კანოპროექტის შესახებ ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები