"ჩორჩანას საქმე" და გახარიას განცხადებები წულუკიანის კომისიაზე - რას ამბობს პაპუაშვილი

04.07.25 13:23
"ჩორჩანას საქმე" და გახარიას განცხადებები წულუკიანის კომისიაზე - რას ამბობს პაპუაშვილი

 

 

შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას ტყუილების ტირაჟირებაში ადანაშაულებს. 2 ივლისს წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერის მიერ გაჟღერებული განცხადბების შემდეგ, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ექსპ-პრემიერი "ტყუილებით ცდილობს ფონს გავიდეს".

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ სწორედ მაშინდელი პრემიერის "ქმედების გამო" ჩაიდგა საგუშაგოები ჩორჩანაში და "მილიონი კვადრატული მეტრი დღეს საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის მიღმაა".

სიტუაცია გარკვეულია: არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი, ახლა დგას - ამბობს პაპუაშვილი. 

„მგონი, ყველაფერი უკვე მეტ-ნაკლებად გარკვეულია. რა ექნება სამართლებრივი შეფასება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავად ისტორია უკვე გაირკვა რაცაა. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მანამდე სახელმწიფოს სრული კონტროლი, იყო რისკი, ეს კონტროლი დაკარგულიყო და ამიტომ ჩადგა იქ პუნქტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიას ისედაც ვერ აკონტროლებდაო, არაფერიც არ დავკარგეთო. სხვა კონტინენტზე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი, აქვეა, თვალები, ყურები გვაქვს და მოსახლეობაა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ 1 მლნ კვ.მ ტერიტორიაა, სადაც შევდიოდით, ვიყენებდით, გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი, დგას. მარტივი საკითხია. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სიტუაცია გარკვეულია სრულად. საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელსაც გიორგი გახარიას ქმედების გამო, ვეღარ აკონტროლებს. თარიღებითაც შეგახსენებთ: 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო. შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან, იყო უარი, რომ არ გადაიტანდნენ არსად საგუშაგოს და ამის საპასუხოდ ჩაიდგა 5 თუ 6 საგუშაგო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, რომლის აქეთაც, როგორც წესი, არ მიყვება ხოლმე საოკუპაციო ხაზი. ასე რომ, საოკუპაციო ხაზის გადმოსწვრივ, აქეთ მხარეს, სადაც მანამდე ხელისუფლება აკონტროლებდა, გიორგი გახარიას ქმედების გამო ჩაიდგა საგუშაგოები და მილიონი კვადრატული მეტრი დღეს საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის მიღმაა. [საგამოძიებო კომისიაზე] ვხედავდით ადამიანს, რომელიც უტიფრად იტყუებოდა, იქვე ამბობდა ტყუილს და იქვე უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ტყუილი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია იმის გამო, რომ იმ მომენტში სიტუაციიდან გამოძვრეს, თქვას ისეთი „მამალი ტყუილი“, რომელიც რამდენიმე წუთში იქნება მხილებული. იმისთვის, რომ იმ წამს გამოძვრეს, ტყუილებით ცდილობს ფონს გავიდეს. საგამოძიებო კომისიამ მას არცერთი ასეთი მცდელობა არ გაუტარა", - განაცხდა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე 2 ივლისს გამოიკითხა. 

 

მსგავსი სიახლეები