ვანო მაჭავარიანმა არ იცის, გამოიყენებენ თუ არა მის ჩვენებას გახარიას წინააღმდეგ - ექს მინისტრმა პროკურატურა დატოვა

04.07.25 14:58
ვანო მაჭავარიანმა არ იცის, გამოიყენებენ თუ არა მის ჩვენებას გახარიას წინააღმდეგ - ექს მინისტრმა პროკურატურა დატოვა

 

 

ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა - დაახლოებით 2 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მაჭავარიანი ამბობს, რომ მასთან კითხვები გამომძიებელს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

ფინანსთა ყოფილი მინისტრი მედიასთან ირწმუნება, რომ მას ჩორჩანაში საგუშაგოების ჩადგმის შესახებ ინფრომაცია არ ჰქონდა და ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, ტელევიზიით გაიგო. 

მე განვუმარტე რაც იყო რეალობა. მე ამის შესახებ გავიგე ახლა ტელევიზიიდან რამდენიმე, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. ეს კითხვა როგორანაირადაც არ უნდა დასვათ, მე წარმოდგენა არ მქონია", - განაცხადა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა. 

მაჭავარიანს "პირველებმა" ჰკითხა, გამოყენებული იქნება თუ არა მისი ჩვენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რაზეც ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა თქვა: "არვიცი მე რას გამოიყენებენ"

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე.

ასევე, გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.

მსგავსი სიახლეები