დონაძე: ბიუჯეტის ფული, რომელიც მოქალაქეებს უნდა მოხმარდეთ, "ოცნების" ჩინოვნიკების კეთილდღეობას ხმარდება

პოსტები ჩინოვნიკების ოჯახის წევრებისთვის - შაბათის ეთერის საგამოძიებო რეპორტაჟს ოპოზიციაში ეხმიანებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ სწორედ კორუფციის ერთ-ერთი მიმართულებაა, როდესაც თანამდებობას საკუთარი გამდიდრების, ან ოჯახის წევრების დასაქმების მიზნით იყენებ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს ივანიშვილის მართვის სტილია, როდესაც სახელმწიფო აპარატში დასაქმებულებს შემდეგ არჩევნების გასაყალბებლად იყენებ.
კორუფციის ერთ-ერთი მიმართულებაა, როდესაც შენს პოლიტიკურ თანამდებობას და შენს საჯარო თანამდებობას იყენებ შენი გამდიდრების მიზნით, შენი ნათესავების და ოჯახის წევრების დასაქმების მიზნით. "ქართული ოცნების" ოჯახის წევრები არიან სახელმწიფო აპარატში დასაქმებულები და ეს სახელმწიფო აპარატია, რომელიც შემდეგ არჩევნებს აყალბებს. ანუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მართვის ერთ-ერთი სტილი. ოღონდ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ადამიანები ჩვენს ფულს იღებენ ბიუჯეტიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოხმარდეს კეთილდღეობისთვის, ხმარდება "ოცნების" ჩინოვნიკებს კეთილდღეობისთვის, - ამბოლბს ბესიკ დონაძე.