ახალი დეტალები თორნიკე რიჟვაძის საქმეზე

07.07.25 15:13
ახალი დეტალები თორნიკე რიჟვაძის საქმეზე

ახალი დეტალები თორნიკე რიჟვაძის საქმეზე - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ გასროლამდე "ქართული ოცნების" მოქმედი მაღალჩინოსნის ალეკო ახვლედიანის სახლში, საგარეჯოში სუფრა იყო გაშლილი.

 წყარო  "ტვ პირველს" უყვება, რომ თორნიკე რიჟვაძის გარდა შემთხვევის ადგილზე სულ მცირე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

ვინ არიან ეს პირები, ამ დროისთვის TV პირველისთვის უცნობია, ამ დროისთვის ჩვენთვის გაურკვეველია,  ისიც, მისცეს თუ არა ჩვენება პოლიციას  სუფრის წევრებმა. 

ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

  • შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".

ამის პარალელურად,  „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ. 

მსგავსი სიახლეები