„მდგომარეობა მძიმეა“-თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კილინიკაში გადმოიყვანეს
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა ამ დრომდე მძიმეა.
მედიკოსები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, ერთადერთი იყო კლინიკის ექიმი, ლალი ტურძელაძე, რომელმაც “პირველებს“ უთხრა, რომ „მისი მდგომარეობა მძიმეა“.
რაც შეეხება კლინკის დირექტორს, ლევან რატიანს, ის „პირველების“ კითხვებს არ პასუხობს.
კლინიკასთან ამ ეტაპზე სამართალდამცველების განაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება, თუმცა ადგილზე იმყოფებიან სპეციალური სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც “ტვ პირველის“ კითხვებს არ პასუხობენ.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, თორნიკე რიჟვაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.