მიტროპოლიტ აბრაამს სამშაბათს დაკრძალავენ

27.11.26 19:19
მიტროპოლიტ აბრაამს სამშაბათს დაკრძალავენ

მიტროპოლიტ აბრაამს სამშაბათს, 1 დეკემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე დაასვენებენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ცხედარს დაასვენებენ სიონის საპატრიარქო ტაძარში ამა წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე.

ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 29 და 30 ნოემბერს, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

 დაიკრძალება 1 დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში.

მსგავსი სიახლეები