პაპუაშვილი დანიგანს უპირისპირდება და დიპლომატს "გადამდგარ ელჩს" უწოდებს
აშშ-ს ელჩის მიერ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე რობინ დანიგანს უპირისპირდება.
საქმე ეხება ელჩის მიერ ნახსენებ არასაჯარო წერილს, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტს გაუგზავნეს და რომელიც, დანიგანის თქმით, ვაშინგტონში „უკიდურესად ცუდად“ იქნა მიღებული.
ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილმა დაიგანი „გადამდგარ ელჩად" მოიხსენია, ხოლო „რადიო თავისუფლებას“ „პროპაგანდისტული მედია“ უწოდა.
გადამდგარი ელჩის განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, - თქვა პაპუაშვილმა.