ბიზნესის შემდეგ, პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა-სალომე ზურაბიშვილი
ბიზნესის შემდეგ, პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა,- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთ პრეზიდენტი, თორნიკე რიჟვაძის საქმეს და ამბობს, რომ “მაღალი დონის კორუფცია და შურისძიება ახალი რეალობაა“.
ზურაბიშვილი თქმით, “ბათუმის ყოფილი ხელმძღვანელს ან ესროლეს, ან თვითმკვლელობა სცადა და სიცოცხლისთვის იბრძვის.“
ტერორისაქართველოში- ბიზნესის შემდეგ, პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა. ბათუმის ყოფილი ხელმძღვანელს ან ესროლეს, ან თვითმკვლელობა სცადა(ოფიციალური ვერსია) და სიცოცხლისთვის იბრძვის. მაღალი დონის კორუფცია და შურისძიება ახალი რეალობაა, რუსული მაფიის სტილში,- წერს ზურაბიშვილი.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.