ბიულეტენების დისბალანსი ეჭვს აჩენს ე.წ. სომხურ კარუსელზე - ელენე ხოშტარია
,,აი ფაქტის" გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ დადებულ ფაქტებს ოპოზიცია და ხელისუფლება სხვადასხვაგვარად აფასებს. ,,დროას" ლიდერის აზრით, ბიულეტენების დისბალანსი აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საარჩევნო უბნებზე ხდებოდა ე.წ.სომხური კარუსელი. ელენე ხოშტარია უბნების გადათვლას მოითხოვს.
ვაკეში 90 პროცენტზე არის ნაკლებობს ხმების და გლდანში 85%-ზე, რაც იქვევს ეჭვს სომხურ კარუსელზე. ზოგადად დისბალანსი თბილისი მასშტაბით არის ძალიან დიდი. რაც ამ წუთისთვის მაქვს ინფორმაცია, არის დაახლოებით 40%. კრწანისში არის კატასტროფა და ჩემი აზრით, კრწანისის შედეგები მთლიანად უნდა გადაითვალოს. მთლიანად ჩახატული ბიულეტენი არის საფუძველი შედეგის მთლიანად გადათვლის. - ამბობს ელენე ხოშტარია.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, ოქმების დისბალანსი არის ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძე არჩევნების შედეგების გაყალბებაში ოპოზიციას კვლავ ადანაშაულებს.
ათასზე მეტი უბნის დისბალანსი არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამის გამოწვევა შეიძლება უმარტივესად, თუნდაც ერთი ბიულეტენის ჯიბეში ჩადებით. ჯიბეში როცა ვინმე იდებს ბიულეტენს, ამას რა უნდა გაუკეთო? ოპოზიციას ძალიან მარტივად შეუძლია დისბალანსის გამოწვევა - აცხადებს კობახიძე.
მტკიცებულებები, რომლიც არჩევნების გაყალბებას ადატურებს-,,აი ფაქტის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა გააასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში უბნების 27 პროცენტში ოქმებში ბალანსი არ ჯდება.
"აიფაქტის " გამომძიებელი რეპორტიორები ვარაუდობენ, რომ ბიულეტენები გადაყარეს, ან მიზანმიმართთულად გადამალეს, ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია.