რიჟვაძის საქმეზე დაკავებული ალეკო ახვლედიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
15 საათიანი საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგარეჯოში, ჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე ალეკო ახვლედიანის დედის საკუთრებაში არსებული სახლი დატოვეს.
- თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული.
სამართალდამცავებმა უკვე გაჩხრიკეს და დაასურათეს, როგორც საცხოვრებლის შიდა ტერიტორია, ისე ფანჩატურიც, სადაც სავარაუდოდ გასროლა მოხდა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ახვლედიანის დედის სახელზე რეგისტრირებულ სახლის ფასადზე სათვალთვალო კემერებია დამონტაჟებული, არ არის გამორიცხული ეს მოქყობილობა სახლიშ შიდა პერიმეტრზეც იყოს განთავსებული, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, ამოიუღეს თუ არა ცანაწერები ადგილიდან.
როგორც წყარო "პირველებს" უყვება, სროლემდე ეზოში ქეიფობდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, რიჟვაძის გარდა, ადგილზე სულ მცირე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინი საგარეჯოს პოლიციის დანყოფილებიდან ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს. ის ადბოკატმა, ლალი აფციურმა უკვე მოინახულა, თუმცა უფლებადამცველის თქმით, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, ჩინოვნიკი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.