"რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან

07.07.25 19:42
"რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან წერილს აქვეყნებს, თორნიკე რიჟვაძის ამბავს ეხმიანება და წერს, რომ "რეჟიმი საკუთარ შვილებს ჭამს". 

წერილში ნიკა გვარამია ვანიკო თარხნიშვილს, რომელიც გუშინ ცემეს, მხარდაჭერას უცხადებს. ასევე ის "ლელოს" და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს. 

რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა.

მიდით, ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი.

ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!

p.s. ჩემი მხარდაჭერა ყველაზე კეთილ და მშვიდობიან კაცს, ვანიკო თარხნიშვილს! 

p.p.s. რაც შეეხება "ლელოს" და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ "ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა". სამწუხაროა," - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ნიკა გვარამიას 8-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

  • შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მსგავსი სიახლეები