ელისაშვილი: ივანიშვილს პარანოია ჭირს როგორც ჩანს

07.07.25 21:41
ელისაშვილი: ივანიშვილს პარანოია ჭირს როგორც ჩანს

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს "პარანოია ჭირს". მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წევრები "ისეთ უბედურ დღეში არიან, მიხვდნენ, რომ [ივანიშვილმა] გაუჭუილა".

ალეკო ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ის სასამართლოს წინაშე წარდგება. 

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს რიჟვაძისადმი, ის ახლა სიკვდილს ებრძვის, სიცოცხლისთვის იბრძვის, მაინც ახალგაზრდა კაცია, რაც არ უნდა ვთქვათ და მაინც ქართველია, საქართველოს მოქალაქეა და ვუსურვებ გადარჩენას ფიზიკურად მას და მის ოჯახს. ვუსურვებ, რომ ცოცხალი იყოს და ვუსურვებ, რომ ჯანმრთელად იყოს. 

თუმცა როგორც კი ჯანმრთელად იქნება და ვუსურვებ მართლა გულით, რომ გამოჯანმრთელდეს და გადარჩეს, ის აუცილებლად უნდა წარსდგეს, ამ ხელისუფლებას რომ გავყრით და წესიერი სასამართლო გვექნება, სანდო სასამართლო, ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე და ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა წარუდგინოს მოპარული მილიონები, უნდა დაუბრუნოს ქართველ ხალხს. 

ერთმა კაცმა 300 მილიონი მოიპარა წარმოგიდგენიათ? რა ხელფასიდან დააგროვა 300 მილიონი? რამდენი ჰქონდა ხელფასი?

[...]

დააკლდა [ივანიშვილს] ფულები და გაშმაგებულია ახლა. პარანოია ჭირს როგორც ჩანს. დარწმუნებული ვარ, დღეს, ისეთ უბედურ დღეში არიან "ქართულ ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ამ კაცმა [ივანიშვილმა] გაუჭუილა," - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

  • შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მსგავსი სიახლეები