"როგორც ყველა დიქტატურაში რეჟიმები იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების" - გიორგი ქადაგიძე რიჟვაძესა და რამიშვილზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე თორნიკე რიჟვაძისა და გიორგი რამიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "როგორც ყველა დიქტატურაში, რეჟიმი იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების".
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედით ყველაფერი რაც ამ ხალხს გააჩნია მისი [ივანიშვილის] დამსახურებაა.
როგორც ყველა დიქტატურაში, ავტოკრატიულ რეჟიმებსი, რეჟიმები იწყებს ჭამას საკუთარივე ბარტყების იმიტომ, რომ ის თვლის, რომ მათ რაც გააჩნიათ, მათ გააჩნიათ ეს ყველაფერი ივანიშვილის დამსახურებით სინამდვილეში, როდესაც საქართველო გადაქცეულია რუსეთის გუბერნიად პრაქტიკულად და ყველა დიდი პროექტის უკან მხოლოდ და მხოლოდ რუსული ფულია დარჩენილი, ცხადია, მისი გადმოსახედიდან ეს არის მისი ფული, მისი დამსახურებით აქვს ხალხს ეს ფული და ეს არის გზავნილი, რომ ყველაფერი არის ჩემი," - განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამასთან, გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია. ის 70 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.