თვითმმართველობის არჩევნები ეუთოს/ოდირის გარეშე - "ოცნება" აღიარებას ითხოვს
ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებას "ქართული ოცნების" წევრები ეხმიანებიან. ისინი ეუთო/ოდირს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ თუ ეუთო/ოდირის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნას აღიარებენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებას ახლა მოუწოდებენ ამ ორგანიზაციაზე გააკეთონ სწორება, "ოცნებაც" მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე.
- ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ოფისი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად წუხილი გამოთქვა და აღნშნა, რომ ODIHR-ი კვლავ მზადაა, გააგზავნოს სადამკვირვებლო მისია, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს დროულად გააგზავნოს მოწვევა.
"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისმა უნდა გადახედოს, რა ხდება ევროპულ სახელმწიფოებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო სისიტემას უპირისპირდება გარკვეული აგრესია. ვოლსკის თქმით, საქართველოც იმავე გზით მიდის, რა გზითაც ევროპული სახელმწიფოები.
სპეკულაციის წინაპირობას ვუკეთებ პრევენციას, დამთავრდა. არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ დონეზე, რომელიც ტარდება ევროპულ ქვეყნებში.
მითუმეტეს განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა პოლიტიკური პატიმრებია და თითქოს გარკვეული გარემოებებია ისეთი შექმნილი რომარ ეკადრება დემოკრატიულ სახელწმიფოს. გადახედონ რა ხდება ევროპულ სახელმწიფოებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო სისიტემას უპირისპირდება გარკვეული აგრესია. გინდა პოლიციის მხრიდან რა ხდება და გინდა სასამართლსო მხრიდან და ზუსტად ამ გზით მივდივართ ჩვენსც," - განაცხადა გია ვოლსკმა.
ლევან მახაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ღირებულებას ვერ ხედავს.
როდესაც ასე, თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად ხევენ და ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ნურც ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან, კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ღირებულებას.
ამას ვეუბნებოდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუ თქვენ ხედავთ ეუთო/ოდირში, მის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას, მაშინ პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებას, პატივი ეცით მათ დასკვნებს და დაკვირებებს. პრობლემის წყაროს სხვაგან ეძებენ. ამ პრობლემის წყარო არის იმ გაუმჭვირვალე ფულში, იმ რადიკალიზაციაში, იმ შეტევებში სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელიც ჩვენ ვნახეთ გასული თვეების განმავლობაში," - განაცხადა მახაშვილმა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისინი ეუთო/ოდირისგან უკიდურესად შეურაცხყოფილები არიან, რადგან 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეს. მათი თქმით, თუ ამ დასკვნას აღიარებენ "საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწვეყილებას მათი მოწვევის თაობაზე".
ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტტან და იმას მიმართოს, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად შეურაცხყოფილები, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეს დ ამოისროლეს სანაგვე ყუთში. მერე გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე არ ღირს ამის გაკეთება.
2024 წლის დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, ვინც მოგვიწოდებენ, რომ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ ისევ სწორება და დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე," - განაცხადა
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეშფოთება გამოთქვა.