ბუტიკაშვილი: „ოცნება“ დასავლეთის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს

08.07.25 16:05
ბუტიკაშვილი: „ოცნება“ დასავლეთის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს

 

 

ამერიკის ელჩის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ცხადყო, როგორ მოქმედებს "ოცნება" და როგორია მისი განზრახვა საქართველოს სახელწიფოებრიობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

ბუტიკაშვილის თქმით, „ოცნება“ ძირს უთხრის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას და ცდილობს ქვეყანა დატოვოს საერთაშორისო იზოლაციაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ევროპული მომავლის არჩევანს. 

კოალიციის სახელით მინდა, გამოვეხმაურო "ქართული ოცნების" ბოლოდრონდელ საბოტაჟს ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ამერიკის ელჩის ინტერვიუ "რადიო თავისუფლებასთან", რომელმაც ცხადად გამოაჩინა, თუ როგორ მოქმედებს "ქართული ოცნება" და რა განზრახვები აქვს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. 

ამერიკის ელჩის ინტერვიუდან ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართული ოცნება" ემუქრება აშშ-ს, ქვეყანას, რომელიც 30 წელზე მეტია დგას საქართველოს გვერდით, იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას. ქვეყანა, რომელიც არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც იყო ჩვენი სტრატეგიული პარტიორი, რომელიც დღეს გაუქმებულია. ამ ინტერვიუდან ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკაში ბიზნესმენები, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში ინვესტიციების შემოტანას, გაუქმებულია და გაჩერებულია. ანუ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მარტო იზოლაციაში და პარალელურად, აკეთებს ალიანსებს სირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან. ეს არის ცალსახა საბოტაჟი, რასაც "ქართული ოცნება" მიმართავს. 

პარანოია, რასაც ივანიშვილი მიჰყვება, ზუსტად გამოისახება იმ წერილში, რა წერილითაც მიმართა ამერიკის პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას და წერილი, რომელზეც საუბრობდა ასევე ქალბატონი ელჩი დანიგანი, რომელიც იყო ღიად შერაცხმყოფელი აშშ-თვის.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის თავდასხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე: გერმანიის ელჩზე, ბრიტანეთის ელჩზე. და ეს თავდასხმები არ არის კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმა, ეს არის სახელმწფოებზე თავდასხმა. გერმანია, რომელიც წლების მანძილზე ასევე საქართველოს პარტნიორი იყო, ბრიტანეთი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს პარტნიორი იყო, გახდა "ქართული ოცნების" თავდასხმის ობიექტი და დღეს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ძალა არის ევროპა და ამერიკა, სწორედ ამას აყენებს "ქართული ოცნება" კითხვის ნიშნის ქვეშ და გვტოვებს მარტო რუსეთთან, გვტოვებს მარტო ირანთან და გვტოვებს მარტო ჩნეთთან.

ჩვენთვის მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ ძალა, რომელიც გვაქვს პროდასავლურ პარტიებს, როელიც გაერთიანებულია ერთი მესიჯის გარშემო და მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ისინი ყოველთვის დგანან ქართველი ხალხის გვერდით და აძლიერებენ თავისუფლების მოყვარე ქართელების ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, - თქვა ბრიფინგზე ბუტიკაშვილმა. 

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, რომელიც ივლისში ტოვებს ქვეყანას, "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ელჩი ასაჯაროებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი არასაჯარო წერილის შინაარსს და პირდაპირ ამბობს, რომ დოკუმენტი მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო, რაც ვაშინგტონში „უკიდურესად ცუდად იქნა მიღებული“. 

მსგავსი სიახლეები