"დანიგანს ძალიან ბნელი მომავალი უნდა საქართველოსთვის" - გია ვოლსკი

08.07.25 17:27
"დანიგანს ძალიან ბნელი მომავალი უნდა საქართველოსთვის" - გია ვოლსკი

 

 

"დანიგანს ძალიან ბნელი მომავალი უნდა საქართველოსთვის" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ MEGOBARI act-ი ბოლოში ვერ გავა, რასაც ივანიშვილის გუნდის წევრის მტკიცებით, რობინ დანიგანი "გულმხურვალედ უსურვებს". 

დანიგანს ძალიან ბნელი მომავალი უნდა საქართველოსთვის, როგორც ჩანს. რა მოხდება, როგორ გავა, როგორ განიხილავენ, რა ფორმატში - ეს არავინ არ იცის. ჩვენ უნდა ვეცადოთ იმას, რო ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები იყოს იმ პოლიტიკური პარტნიორების დონეზე დაბრუნებული, რაც ყოვეთლვის გვახასიათებდა ორმხრივ ურთიერთობაში. 

არის კი მეგობარი MEGOBARI act-ი, რომელსაც თქვენ მეგობარს უწოდებთ? არის კი სიმართლე ის, რომ ჩვენ ირანის პარტნიორები ვართ? - მეგობრობა არანაირად არ არის ასახული ამ რეზოლუციაში და იმედი გვაქვს, რომ ეს რეზოლუცია ბოლოში ვერ გავა, რასაც ასე გულმხურვალედ გვისურვებს გადამდგარი ელჩი," - განაცხადა გია ვოლსკმა. 

ცნობისთვს, აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, რომელიც ივლისში ტოვებს ქვეყანას, "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ელჩი ასაჯაროებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი არასაჯარო წერილის შინაარსს და პირდაპირ ამბობს, რომ დოკუმენტი მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო, რაც ვაშინგტონში „უკიდურესად ცუდად იქნა მიღებული“. 

შეგახსენებთ, რომ MEGOBARI act-ი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ასევე, კანონპროექტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.

მსგავსი სიახლეები