დიმა ბიძინაშვილი: კითხვაზე დაკავებული ვარ თუ არა მპასუხობენ რომ არა, მიდასტურებენ რომ უკანონოდ ვიმყოფები აქ
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაახლოებით 3 საათია უკანონოდ დააკავეს და კითხვაზე, აქვს თუ არა თავისუფლება აღკვეთილი პასუხობენ, რომ არა.
დიმა ბიძინაშვილი ვარაუდობს, რომ საბოლოოდ მაინც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.
დაახლოებით 3 საათია უკანონოდ მაქვს თავისუფლება აღკვეთილი, კითხვაზე დაკავებული ვარ თუ არა მპასუხობენ რომ არა, ანუ მიდასტურებენ რომ უკანონოდ ვიმყოფები ახლა აქ. არ დაგავიწყდეთ ეს ხდება “სასამართლოში”.
ამ უსამართლობის დედას შე;:@₾ი! (ამ სიტყვებისთვის შემომიყვანეს აქ)
საბოლოოდ ალბათ მაინც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანენ, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის "გასაპრავებლად", - წერს დიმიტრი ბიძინაშვილი.
ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი სასამართლოს მანდატურებმა, დღეს, დააკავეს და ამ დრომდე სასამართლოს შენობაში, ე.წ. დაკავების ოთახში ჰყავთ.