არსებული ინფორმაციით, დიმა ბიძინაშვილი დააკავეს
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს და ამ დრომდე სასამართლოს შენობაში, ე.წ. დაკავების ოთახში ჰყავთ.
მასთან ცოტა ხნის წინ სატელეფონი კომენტარის ჩაწერა მოახერხა "პირველებმა". როგორც ოპოზიციონერი ამბობს, სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის პროცესზე იყო მისული, რა დროსაც მასა და მანდატურს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სავარაუდოდ დაკავებული ვარ. საპატრულო პოლიცია შეავსებს ახლა ოქმს და გადამიყვანენ იზოლატორში - ამბობს ბიძინაშვილი "პირველებთან".
საბა სხვიტარიძის პროცესზე ვიყავი მოსული. რომ მოვედი ყველა დარბაზში იყო, ადგილი არარ იყო. სამი მომწე იყო გამოსაკითხი, ისინი სიხდნენ მარტო. მეთქი, ფანჯრიდან მაინც შევიხედები-თქო, მანდატურმა მითხრა - გადი ბიჭო გარეთო. იმანაც მითხარ, მეც ვუთხარი და ავყევით ერთმანეთს. მერე მითხრა, გამოდი ბიჭო გარეთო. გარეთ რომ გამოვედი, ვთქვი, ამ უსამართლობის დედა.... -თქო. მერე დამაკავეს, აღმოვჩნდი ოთახში, მაგრამ ჯერ არ მეუბნებიან, დაკავებული ვარ თუ არ ვარ, მაგრამ, სავარაუდოდ დაკავებული ვარ. საპატრულო პოლიცია შეავსებს ახლა ოქმს და გადამიყვანენ იზოლატორში", - განაცხადა ბიძინაშვილმა.