დიმიტრი ბიძინაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან
"პირველების" ინფორმაციით, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დიმა ბიძინაშვილი სასამართლოს შენობიდან უკვე გადაიყვანეს, თუმცა, ამ დროისთვის უცნობია სად შეასახლებენ მას.
ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი სასამართლოს მანდატურებმა, დღეს, დააკავეს.