"მტკვარი ჰესის" საქმეში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ პროკურატურა სხდომების გადადებას ითხოვს - ადვოკატი

12.07.25 17:02
"მტკვარი ჰესის" საქმეში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ პროკურატურა სხდომების გადადებას ითხოვს - ადვოკატი

რატომ არ ინიშნება "მტკვარი ჰესის" საქმეზე სასამართლო სხდომები - გიორგი ბაჩიაშვილის ადოკატი პროცესების მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. ლევან მახარაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ისევ წინასასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა, არადა აღნიშნულ საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ მმართველს ბრალი ჯერ კიდებ წინა წლის თებერვალში წარუდგინეს. 

მახარაშვილის განცხადებით, პროკურატურას გიორგი ბაჩიაშვილის წინაღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ უდევს საქმეში და სწორედ ამიტომ ითხოვს სხდომების გადადებას. 

ადვოკატის თქმით, ასევე არ არის ჩანიშნული თარიღი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.

აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინეს გასული წლის 25 თებერვალს. დღემდე სასამართლოში საქმე გაგზავნილი არ არის არსებითი განხილვისთვის და გუშინწინ ასევე პროკურატურამ კიდევ ერთხელ იშუამდგომლა წინასასამართლო სხდომის გადაწევის თარიღზე. სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, დიდი ალბათობით, გააგრძელებს. წინასასამართლო ვადის გაგრძელების თითოეულ შუამდგომლობას ერთვის არგუმენტაცია რომ მოსაპოვებელია ახალი, დამატებითი მტკიცებულებები. რეალურად, ჩვენ რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც თუნდა ირიბად დაადასტურებდა აღნიშნულ საქმეში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალეულობას, დღემდე არ გვინახავს. გიორგის ედავებიან ე.წ. სამსახურებრივ გულგრილობას. გიორგი, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი იყო ამ თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე, ასევე შემდეგ იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თუმცა, მის არცერთ ქმედებაში გულგრილობის არანაირი ფაქტი არ იკვეთება.  რაც შეეხება ძირითად საქმეს, რომლისთვისაც მისჯილი აქვს მას პატიმრობა, ჩვენ შეტანილი გვაქვს სააპელაციო საჩივარი და სასამართლოს ჯერ თარიღია რ ჩაუნიშნავს გახნილვის. ასევე არ არის ჩანიშნული თარიღი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე და შესაბამისად, ვართ მოლოდინში", - აცხადებს ადვოკატი ლევან მახარაშვილი. 

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა სასამართლოში გააკეთა.  

პროკურატურა ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე გამოძიებას დღემდე არ იწყებს. 

  • შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.
  •  

მსგავსი სიახლეები