ღარიბაშვილის მიმართვის პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტსაც შეშურდებოდა - დეკანოიძე

06.10.21 12:53
ღარიბაშვილის მიმართვის პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტსაც შეშურდებოდა - დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ "ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა მორიგი გამორჩეული მაგალითია იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, რომელიც დღეს იმყოფება ,,ქართული ოცნება". 

მისივე თქმით, ღარიბაშვილის მიმართვის "პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტსაც შეშურდებოდა".

ამ მიმართვით ყველამ საბოლოოდ გაიგო, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის, რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას და დიახ, ზოგადად სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი, მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი ტყვე, წარმოადგენს მათთვის ძალიან მნიშვნელოვან შიშის ობიექტს".- აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში. 

პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად, სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.

განცხადებაში პირველი პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა. 

ამასთან, მთავრობის მეთაური  სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა

 

მსგავსი სიახლეები