რეგვენმა ღარიბაშვილმა იმდენიც არ იცის, მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა - მშვენიერაძე
ღარიბაშვილის ვრცელი წერილი კრიტიკას ვერ უძლებს - მოქმედი პრემიერის მიმართვას იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ეხმიანება და წერს, რომ პრემიერმა იმდენიც არ იცის, მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა.
რეგვენმა ღარიბაშვილმა იმდენიც არ იცის, მხუთავ აირსა და ცრემლსადენ გაზს შორის რა განსხვავებაა. აღარაფერს ვამბობ ათას სიშლეგესა და პრიმიტივიზმზე, რაც მის "ნააზრევში" გამოსჭვივის", - წერს მშვენიერაძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში.
პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად, სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.
განცხადებაში პირველი პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა.
ამასთან, მთავრობის მეთაური სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა.