ბაჩიაშვილს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს, აღენიშნება ნახეთქი ჭრილობები

14.07.25 13:45
ბაჩიაშვილს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს, აღენიშნება ნახეთქი ჭრილობები

 

 

გიორგი ბაჩიაშვილს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება - ამის შესახებ "პირველებს" კლინიკა "ვივა-მედის" კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა. 

ზურაბ ჩხაიძემ "პირველებს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომ 40 წლის ბაჩიაშვილი კლინიკაში ნახეთქი ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. 

მედიკოსის თქმით, პაციენტს  სხეულზე, მათ შორის თავის არეში სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი, ბაჩიაშვილი პენიტენციურ დაწესებულაბაში გადაიყვანეს. 

მრავლობითი დაზიანებები აქვს, (რა სახის დაზიანებები აქვს) კონკრეტულად მე ვერ გეტყვით, ამის უფლება არ მაქვს. გეტყვით, რომ მას გაეწია შესაბამისი დახმარება, კონსულტირებული იყო სხვადასხვა ექიმების მიერ და ექიმების გადაწყვეტილებით, დაბრუნებულ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში. 

რეკომენდაციაც ასეთია, რომ ის უნდა ყოფილიყო პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 

პაციენტს ყველა ის კვლევა ჩაუტარდა, რომელიც საჭიროა ამ დაზიანებების დროს. 

გაკეთდა ჭრილობის დამუშავება, პირველადი ქირურგიული..." - თქვა ჩხაიძემ. 

ინფორმაციას, რომ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში  გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს  "პირველებს" წყარო აწვდის. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თავდასხმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, არასამუშაო დღეს, შაბათ-კვირას მოხდა.

წყაროს ცნობით, ბიზნესმენს ფიზიკურად სამარტოო საკანში, მისივე დაბადების დღეზე გაუსწორდნენ.

წესით, საკანი, სადაც ბაჩიაშვილი იყო მოთავსებული, სათვალთვალო კამერებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, ამიტომ განმარტებები იუსტიციის სამინისტრომ უნდა გააკეთოს. 

უწყებაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.