სააკაშვილი მზადაა, ნარკოტესტი ჩაიტაროს - მსჯავრდებული პრეზიდენტის გამოწვევა ღარიბაშვილს

06.10.21 15:01
სააკაშვილი მზადაა, ნარკოტესტი ჩაიტაროს - მსჯავრდებული პრეზიდენტის გამოწვევა ღარიბაშვილს

"მე გავიკეთებ ნარკოტესტს ციხეში, შენ გაიკეთე კანცელარიაში"  - მიხეილ სააკაშვილის პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს. 

320-ე  საკნის პატიმარი სააკშვილი მზად არის, ტეტსი საკანში ტელეკამერების წინ გაიკეთოს, თუმცა ერთი პირობით - იგივეს გაკეთებას ის პრემიერ ღარიბაშვილისგანაც ითხოვს.

მთელი წლების განმავლობაში და დაკავებამდე ჩვენ გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, გვინახავს ცურვისას, გვინახავს თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დარბოდა, ვარჯიშობდა და ა.შ.  ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერი ნარკოტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი" მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით თუნდაც ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა რას იტყვის, ვნახავთ", - თქვა ბასილაიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან.

რაც შეეხება შიმშილობის საკითხს, ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას აგრძელებს. 

მიხეილ სააკაშვილი ძალიან მხნედ არის, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. შიმშილობას აგრძელებს და მისი ეს პრინციპული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ ძალას მატებს”, - თქვა ბექა ბასილაიამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში. 

პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად,  სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.

განცხადებაში პირველი პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა. 

ამასთან, მთავრობის მეთაური  სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა

 

მსგავსი სიახლეები