ვაგზალზე მომხდარმა შემთხვევამ აჩვენა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო-ნიკა ჩერქეზიშვილი

15.07.25 23:01
ვაგზალზე მომხდარმა შემთხვევამ აჩვენა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო-ნიკა ჩერქეზიშვილი

 

გუშინ ვაგზალზე მომხდარმა შემთხვევამ აჩვენა, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, ყველა ვართ უბრალოდ საკუთარი თავის იმედად და ეს უნდა გავიაზროთ- ამის შესახ “ლელო ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი ვაგზლის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.  

მისი თქმით, “ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არცერთი ინსტიტუცია არ მუშაობს და ყველაფერი ერთ კაცს ექვემდებარება.“

ძირითადი ამბავი, რაც გუშინ ვაგზალზე მომხდარმა შემთხვევამ აჩვენა, არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, ყველა ვართ უბრალოდ საკუთარი თავის იმედად და ეს უნდა გავიაზროთ. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არცერთი ინსტიტუცია არ მუშაობს და ყველაფერი ერთ კაცს ექვემდებარება. უბრალოდ ადამიანური ემპათია სჭირდებოდა იმას, რომ ეს არ მომხდარიყო. ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინანდელი ვიდეო, სადც ჩანს, როგორაა გადმოზნექილი, ელემენტარული ადამიანობა უნდა გაგაჩნდეს, რომ ხედავ, შეიძლება გადმოვარდეს ბეტონის ნაწილი, მოიყოლოს ქვეშ ადამიანები და ეს არ გაღელვებდეს. დაახლოებით 1 თვის წინ, სადგურის მოედანზე, ამ ადგილიდან, დაახლოებით, 200 მეტრში ჩამოინგრა შენობა და მაშინ უმსხვერპლოდ გადავრჩით, საბედნიეროდ. ეს უნდა ყოფილიყო გარკვეული მინიშნება, მაგრამ არაფერი იღონეს. ხომ შეიძლება მოეხდინათ რამე პრევენცია, რეაგირება, გამოფხიზლებულიყვნენ, ამაზე რომ ფიქრობდნენ, შეუძლებელია ამას ხედავდე და რეაგირებას არ ახდენდე. მთავარი არის ის, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებენ, ეს კარგად გავიაზრეთ, როცა მოხდა ვაკის პარკის ტრაგედია, როგორ შეიძლება, მარიტას ამბის შემდეგ, კახა კალაძე იყოს კვლავ თბილისი მერი, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 14 ივლისს, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. 

  • ჩამონგრეული შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. კახი კალაძემ შემთხვევის ადგილზე გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა, რომ შენობა მე-5 კატეგორიის იყო, რაც, როგორც წესი, შენობის დემონტაჟის საჭიროებას გულისხმობს. 
  • კალაძის თქმით, შენობა გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარებოდა, უნდა მომხდარიყო სრული დემონტაჟი, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა შენობიდან გასვლაზე უარი განაცხადა. 
  • მოგვიანებით, შემთხვევის ადგილას მყოფმა ინჟინერმა, საკრებულოს წარმომადგენელმა ნიკო კახეთელიძემ კალაძისგან განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ შენობა მე-3 კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 

მსგავსი სიახლეები