"ოცნებას" საქართველოს მოსახლეობა მძევლად ჰყავს ავანილი - ექსპერტები
ევროკავშირის მოთხოვნები "ოცნებას" - ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა სწორედ ივანიშვილის გუნდზეა დამოკიდებული, დაკარგავ თუ არა ქვეყანა ევროპასთან უვიზო მიმოსვლას.
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ახლა უნგრეთის იმედი აქვს, ომელიც მათ წინააღმდეგ ტარგეიებული სანქციების დაწესებას ბლოკავს. ამას კი, ექსპერტის შეფასებით, უფრო მძიმე შედეგი მოჰყვება, რაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეცერებას გულისხმობს.
სერგის კაპანაძის შეფასებით, "ოცნება" მზადაა, საკუთარი თავი საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე გადაირჩინოს, რადგან ორბანის ვეტოს გამო ევროკავშირს ისღა დარჩენია, სწორედ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე იმსჯელოს.
ეს ყველაფერი არის საქართველოს მოსახლეობის მძევლად აყვანა ამ რეჟიმის მიერ, - აღნიშნავს კაპანაძე.
ევროკავშირი ძალიან სერიოზულად უდგება "ქართული ოცნების" ამ ანტიდემოკრატიულ ტრაექტორიას და სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რა ნაბიჯები გადადგას. გასაგებია, რომ ამ წუთში "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ ორბანი დაბლოკავს ყველაფერს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ამ პირად სანქციებს, ტარგეტირებულ სანქციებს დაბლოკავს ორბანი, მაშინ შეიძლება, მივიდეს იქამდე, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა. ანუ ეს ყველაფერი არის, რაღაცნაირად, საქართველოს მოსახლეობის მძევლად აყვანა ამ რეჟიმის მიერ. ამისდამიუხედავად, ევროკავშირის მხრიდან ჯერ კიდევ არის მცდელობები იმისა, რომ შეაცვლევინოს ტრაექტორია ამ რეჟიმს, - ამბობს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი სერგი კაპანაძე.
ევროპულ-ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გიორგი მელაშვილი იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომლის შესრულებასაც ევროკავშირი "ქართული ოცნებისგან" ითხოვს.
პირველი, ეს არის რეპრესიების შეწყვეტა, მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე, ეს არის რეპრესიული, რუსეთიდან წამოსული კანონმდებლობის გაუქმება. მესამე, ეს არის უსამართლოდ დაპატიმრებულების გათავისუფლება და პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, ამ მოძალადეების დასჯა, რომლებმაც გამოიჩინეს თავი საპროტესტო აქციების დარბევისას. მეოთხე, ეს არის ანტიდასავლური რიტორიკის, ევროკავშირზე თავდასხმები შეწყვეტა და მეხუთე, ეს არის ეუთო-ოდირის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სასწრაფო შესრულება იმ საკითხებში, რაც ეხება საარჩევნო კანონმდებლობას. ეს არის ის 5 ძირითადი ჩარჩო მოთხოვნა, რომელიც გააჩნია ევროკავშირს და რომლის შესრულებაც "ქართულ ოცნებას" მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ისინი სერიოზულად უყურებენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ-ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გიორგი მელაშვილი.
"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი ალექსანდრე პეტრიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. მისი შეფასებით, ცხადია, რომ "ოცნება" ევროკავშირის მოთხოვნებს შესრულებას არ აპირებს, რაც შემოდგომაზე ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.
ამ რეჟიმს გადაკვეთილი აქვს უკვე, პრაქტიკულად, ყველა წითელი ხაზი და არც ამ მოთხოვნებს შეასრულებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ კიდევ უფრო მეტ მძიმე გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ ევროპული კავშირის მხრიდან, - ამბობს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი ალექსანდრე პეტრიაშვილი.
ევროკავშირი “ქართულ ოცნებას“ 8 პუნქტიან რეკომენდაციას აძლევს და ამის შესასრულებად ვადას 31 აგვისტომდე უწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმარლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა,სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
კალასმა ყველა პუნქტის ჩამოთვლისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეხება. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ მოთხოვნებს "ქართული ოცნება" არ შეასრულებს, ევროკავშირი იძლებული იქნება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს.