მნიშვნელოვანია, დასავლეთმა და ბრიტანეთმაც შეიმუშავოს სანქციები, რომელიც კონკრეტულად რეჟიმს დააზიანებს - სამადაშვილი

16.07.25 12:31
მნიშვნელოვანია, დასავლეთმა და ბრიტანეთმაც შეიმუშავოს სანქციები, რომელიც კონკრეტულად რეჟიმს დააზიანებს - სამადაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი დასავლეთს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პერსონალური და ტარგეტირებული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე ყველაზე ეფექტიანი პასუხი "რეჟიმის ეკონომიკური კუნთის დასუსტება იქნება“ და დიდი ბრიტანეთისგანაც სწორედ ამგვარ ნაბიჯებს ელოდება. 

 

დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის ყველა ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა შეიმუშავოს სანქციების ისეთი პაკეტი, რომელიც დააზიანებს კონკრეტულად რეჟიმს და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ ინტერესებს და რაც შეიძლება, ნაკლებად დამაზიანებელი იქნება ქართველი ხალხისთვის, ამიტომ პერსონალიზირებული, ტარგეტირებული, ფინანსური სანქციები, რომელიც რეჟიმის ფინანსურ კუნთებს დაასუსტებს, ჩემი აზრით, იქნება ყველაზე ეფექტიანი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იდი ბროტანეთის მიერ მიღებული ზომები ზომები სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, - ამბობს სამადაშვილი. 

ევროკავშირის შემდეგ "ქართული ოცნებას" ლონდიც აფრთხილებს - დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ქმდებები უპასუხოდ არ დარჩება.

ამის შესახებ სტივენ დაუთმა თემთა პალატიდან ერთ ერთი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

დაუთმა პირდაპირ თქვა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს არჩევნებიდან ოპოზიციის ჩამოშორებას.

ლონდონი ივანიშვილის ხელისუფლებას სასამართლოს ბოროტად გამოყენების შეწყვეტისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

 

მსგავსი სიახლეები