ბრიტანული სანქციების შემთხვევაში, ივანიშვილი გადაწყვეტილების დასაბლოკად ვერც პუტინს და ვერც ორბანს გამოიყენებს - ბოკუჩავა

16.07.25 12:38
ბრიტანული სანქციების შემთხვევაში, ივანიშვილი გადაწყვეტილების დასაბლოკად ვერც პუტინს და ვერც ორბანს გამოიყენებს - ბოკუჩავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "ოცნების" წინააღმდეგ ბრიტანული სანქციების მნიშვნელობაზე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთს სანქციების დასაწესებლად არავის თანხმობა არ სჭირდება და  ამ შემთხვევაში, ივანიშვილი შეზღუდვების დასაბლოკად ვერც პუტინს და ვერც ორბანს გამოიყენებს.

ევროკავშირისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთს არ სჭირდება არცერთი სხვა სახელმწიფოს თანხმობა. მას თავად შეუძლია, მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება. იქ ბიძინა ივანიშვილი ვერც პუტინს, ვერც ვიქტორ ორბანს გამოიყენებს ამ გადაწყვეტილების დასაბლოკად და შესაბამისად, დიახ, სწორედ ის შეიძლება, გახდეს და მისი უახლოესი გარემოცვა მათ შორის ე.წ. ბიზნესმენები და კორუმპირებული ელიტა ბრიტანული სანქციების, - ამბობს ბოკუჩავა. 

ევროკავშირის შემდეგ "ქართული ოცნებას" ლონდიც აფრთხილებს - დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ქმდებები უპასუხოდ არ დარჩება.

ამის შესახებ სტივენ დაუთმა თემთა პალატიდან ერთ ერთი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

დაუთმა პირდაპირ თქვა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს არჩევნებიდან ოპოზიციის ჩამოშორებას.

ლონდონი ივანიშვილის ხელისუფლებას სასამართლოს ბოროტად გამოყენების შეწყვეტისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

 

მსგავსი სიახლეები