საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" არსებული რყევების გამოვლინებაა - ხუხაშვილი

16.07.25 13:23
საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" არსებული რყევების გამოვლინებაა - ხუხაშვილი

 

 

საკადრო ცვლილებები სახელმწიფო უწყებებში - პოლიტოლგო გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებები "ოცნების" შიგნით რყევებზე მეტყველებს. ამის მიუხედავად, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა თავისით ჩამოიშლება.

ხუხაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილებას თავად ბიძინა ივანიშვილი იღებს, თუმცა ირაკლი კობახიძეს ძლევამოსილების ილუზიას უქმნის.  

ექსპერტის თქმით, საკადრო ცვლილებების რეალური მიზეზი კორუფციასთან ბრძოლა არ არის, თუმცა "ოცნებას" ესმის, რომ ამ საკითხზე იმიტაციის შექმნით წინასაარჩევნოდ ქულებს დაიწერს. 

სისტემაში შიგნით რყევებია და ეს არის რყევების ერთ-ერთი გამოვლინება. იმის ილუზია, რომ სისტემა ახლა ამის გამო თავისით ჩამოიშლება, მე არ მაქვს, ბუნებრივია, მაგრამ სისტემაში მიმდინარეობს გარკვეული გადაჯგუფება და გარკვეული რყევები. ბენეფიციარი, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, ივანიშვილია, მაგრამ დღესდღეობით ის უქმნის კობახიძეს ძლევამოსილების ილუზიას იმისთვის, რომ საჭირო მომენტში მერე, რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს. ერთი ჯგუფის კადრები ინიშნებიან და ისინი რომ დაინიშნონ, ბუნებრივია, ადგილები უნდა გამოთავისუფლდეს. თუ ვიღაცას აქვს განცდა და სისტემაში, მე ვფიქრობ, ასეთი განცდა ბევრს აქვს, გემი როცა იძირება, უნდა გაიქცე. გაქცევა ადვილი არ არის. საკუთარი ნებით წასვლა პრობლემატურია, იმიტომ, რომ ამას შეიძლება, მოჰყვეს შემდგომი პრობლემები, ამიტომ ყველა ოცნებობს იქ, რომ იქნებ გააგდონ და შედარებით უმტკივნეულოდ გაასწროს ამ არც თუ საიმედო გემიდან. გასაგებია, რომ აქ ძირითადი ინტერესი, კორუფციასთან ბრძოლის იმიტაცია არ არის. ძირითადი ინტერესი არის სხვა, მაგრამ როგორც თანმდევი მოვლენა კორუფციასთან ბრძოლის ილუზიის გათამაშება, აგრეთვე სასარგებლო იქნება წინასაარჩევნოდ ამას ხვდებიან, - ამბობს ხუხაშვილი. 

სახელმწიფო კომპანიებიდან კიდევ ორი მაღალჩინოსანი გაუშვეს -  ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფოციალური განცხადებით ირკვევა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ თანამდებობები დატოვეს.

 

მსგავსი სიახლეები