"ღარიბაშვილის კადრების ჩაჩოჩებაა" - პაატა ბაირახტარი საკადრო ცვლილებებზე

16.07.25 13:36
"ღარიბაშვილის კადრების ჩაჩოჩებაა" - პაატა ბაირახტარი საკადრო ცვლილებებზე

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ სახელმწიფო უწყებებში საკადრო გადაადგილებები ან ღარიბაშვილის კადრების ჩაჩოჩებას, ან კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციას უკავშირდება. მისი თქმით, სისტემური პრობლემების ფონზე „ჭანჭიკების“ შეცვლას არსებითი შედეგი არ ექნება.

ეს არის ღარიბაშვილის კადრების ჩაჩოჩება, უხეშად რომ ვთქვათ და მეორე, იმ რაღაცა კორუფციასთან ბრძოლის კამპანიას ვადევნებთ თვალს, რომლის მიხედვითაც დაიწყეს კორუმპირებული კადრების დასჯა. ჩვენ თუ შევხედავთ იმ სსიპებს, რომელშიც რაღაც ცვლილებები განხორციელდა, ყოველთვის ამ სსიპებთან დაკავშირებით არსებობდა კითხვის ნიშნები.კითხვები იყო იქ უბრალოდ გაფორმებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომლებიც არც კი დადიოდნენ სამსახურებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ორივე ეს ვარიანტი შესაძლებელია, იყოს დასაშვები. როდესაც სისტემას აქვს უდიდესი პრობლემები, ცხადია, რომ ჭანჭიკების შეცვლით ამ პრობლემას ვერ გავასწორებთ. შესაბამისად, ასეთ სამსახურში რომელ კადრს მოიყვან, ამას არსებითი მნიშვნელლობა არ აქვს. იქნება ის ღარიბას კადრი, იქნება კობახიძის კადრი თუ ვინმე სხვა ადამიანის კადრი, ორგანოში, რომლის ეკონომიკური საჭიროებაც არ არსებობს ვინ იმუშავებს, ამას ეკონომიმკისთვის არსებითი მნიშვნნელობა არ აქვს, - ამბობს პაატა ბაირახტარი. 

სახელმწიფო კომპანიებიდან კიდევ ორი მაღალჩინოსანი გაუშვეს -  ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფოციალური განცხადებით ირკვევა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ლევან გამყრელიძემ თანამდებობები დატოვეს. 

მსგავსი სიახლეები