როგორია გორში დაჭრილი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

16.07.25 17:49
როგორია გორში დაჭრილი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია გორის  მუნიციპალიტეტში დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა?- ირკვევა, რომ სოფელ ხელთუბანში მომხდარი ინცინდენტის შედეგად, ჯამში, 4 სამართალდამცავია დაშავებული, მათ შორის სამს ცივი იარღით მიყენებული ჭრილბები აღენიშნება. 

დაშავებული პოლიციელებიდან ორი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი კი სამედიცინო ქსელ „გორმედში“ განაგრძობს მკურნალობას.

სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულ ორივე პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

მოყვანილია 2 კაცი, ჭრილობებით სხეულის არეში. ორივესთან ჩატარებულია ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად, მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს, უტარდებათ პოსტოპერაციული მკურნალობა. ორივენი იმყოფებიან პალატაში, ქირურგიულ განყოფილებაში. შეესაბამება დაავადების მდგომარეობას. 

ნაკვეთი ჭრილობებია წელის არეში. ერთთან არის შემავალი მუცლის ღრუში, მეორესთან რბილი ქსოვილების დაზიანება" - ამბობს გიორგი ჯავახიშვილი.

ამასთან, დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ მოინახულა.

მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ 15 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა, სამი მათგანი კი დაჭრეს. 

შსს-ს განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაარკვიეს, რომ ავტომობილს მართავდა მართვის მოწმობის უფლების არმქონე არასრულწლოვანი, რომელმაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

მსგავსი სიახლეები