ანა წითლიძე ირაკლი კობახიძეს: "ნაციონალურ მოძრაობას” ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო

17.07.25 14:10
ანა წითლიძე ირაკლი კობახიძეს: "ნაციონალურ მოძრაობას” ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო

“ნაციონალურ მოძრაობას” ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე. 

“ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ე.წ პრემიერ მინისტრი, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია" - აცხადებს წითლიძე და ხასგასმით აღნიშნავს, რომ ენმ ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისთვის და ევროინტეგრაციისთვის.

“ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ე.წ პრემიერ მინისტრი, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია. “ნაციონალური მოძრაობას” 13 წელია ემუქრება ივანიშვილი და “ოცნება” განადგურებით და ეს გასაგებიც არის, “ნაციონალური მოძრაობასთან” ბრძოლით ივანიშვილი ცდილობს მოკლას ევროინტეგრაცია ქვეყანაში და თავისუფლების იდეა, მაგრამ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობებისა, “ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის და დგას მყარად, არის ერთ-ერთი უმთავრესი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც 13 წლის განმავლობაში არ დანებდა და “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში მიიღებს უდიდეს წვლილს, ამიტომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ე.წ-მა საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” თითოეულ ლიდერს გაცნობიერებული აქვს რა ბრძოლაში ვართ და მიუხედავად გადაწყვეტილებებისა, ჩვენ ვიქნებით ბრძოლის წინა ხაზზე და ვიბრძოლებთ ბოლომდე რეჟიმის წინააღმდეგ.” - განაცხადა ანა წითლიძემ.

ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.