"ფეხებზე გვკიდია მათი ფეხებს ბაკუნი" - თევზაძე კობახიძის მუქარაზე
"ფეხებზე გვკიდია მათი ფეხებს ბაკუნი" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვი" წევრი, თენგო თევზაძე ირაკლი კობახიძის დრევანდელ მუქარას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკაშირებით.
თევზაძე ამბობს, რომ არ გაუკვირდება, "ოცნებამ" ეს მუქარა სისრულეში მართლაც მოიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით.
ბიძინა ივანიშვილის ეს წარმომადგენელი არაერთხელ დამუქრებია ოპოზიციას. შეიძლება ეს მუქარაც იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად ემორჩილება ივანიშვილს, მოიყვანოს სისრულეში და იმ გამოგონილი საკანონმდებლო ცვლილებებით და გადაწყვეტილებებით პოლიტიკური პარტიები აკრძალოს. მაგრამ ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ნაწილში და ამ შემთხვევაში საუბარია პარტია "ახალზე", პრობლემას ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძეს და მის ხელმძღვანელს ივანიშვილს აუცილებლად დავამარცხებთ იმიტომ, რომ მასთან ვართ წინააღმდეგობაში, არ ვთანამშრომლობთ, არ გვაინტერესებს, ფეხებზე გვკიდია მათი ფეხებს ბაკუნი," - ამბობს თენგო თევზაძე.
ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.