სიორიძე: ოპოზიციას გააუქმებენ? - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ

17.07.25 15:51
სიორიძე: ოპოზიციას გააუქმებენ? - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ

ოპოზიციას გააუქმებენ? - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ - ასე პასუხობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

სიორიძე ამბობს, რომ "ლელო" მზად არის ყველანაირი სცენარისთვის"

"მნიშვნელობა არ აქვს, რას განაცხადებს ირაკლი კობახიძე. მნიშვნელობა არ აქვს, რას დააპირებს და რა ნაბიჯებს გადადგამს "ქართული ოცნება". საკონსტიტუციო სასამართლო არის ზუსტად ისეთივე დეპარტამენტი "ქართული ოცნების", როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი.
"ლელო - ძლიერი საქართველო" შევიდა ბრძოლაში ამ დე ფაქტო არჩევნებში. "ლელო" მზად არის ყველანაირი სცენარისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ პარტია შეიძლება გააუქმონ. 
გააუქმებენ? - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ, ვინაიდან ამოცანა არის ერთი - ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს," - სიორიძე.

ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.