შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ყოფილებს" ფულს სთხოვენ, ვისთანაც ვერ შეთანხმდებიან, დაიჭერენ და ამას კორუფციასთან ბრძოლას დაარქმევენ - ხუხაშვილი

17.07.25 16:35
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ყოფილებს" ფულს სთხოვენ, ვისთანაც ვერ შეთანხმდებიან, დაიჭერენ და ამას კორუფციასთან ბრძოლას დაარქმევენ - ხუხაშვილი

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ყოფილებს" ფულს სთხოვენ, ვისთანაც ვერ შეთანხმდებიან, დაიჭერენ და ამას კორუფციასთან ბრძოლას დაარქმევენ - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა "ტვ პირველთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "კორუფციაში ჩართული ყოფილი ჩინოვნიკები მათი გუნდის წინააღმდეგ ოპოზიციას და მედიას ინფორმაციას აწვდიდნენ".

"ბიძინა ივანშვილის ტექნოლოგია საერთოდ იყო ასეთი, თვითონ არ უნდოდა კორუფციაში გარევა, შესაბამისად ირგვლივ შემოიკრივა ხარბი ადამიანები, რომლებსაც შეუქმნა ერთგვარი დაუსჯელობის ილუზია.

ამ ადამიანებმა, მერე, რადგან ეგონათ რომ საკუთარი თავისთვის "შრომობდნენ", უფრო ეფექტურები იყვნენ, დიდი ფული იშოვეს და ახლა დადგა პარსვის დრო. ის, რომ ვირაცას ვისაც პრობლემები აქვს ინფორმაცია გამოაქვს იმისათვის, რომ თავი გადაირჩინოს, ეს ბუნებრივია. 
ბუნებრივია ყოფილებზე იქნება საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები მოდის და ახლა ხელისუფლებამ თუ აღიარა, რომ სისტემური კორუფცია ატარებს სისტემურ ხასიათს, ბუნებრივია ეს პოლიტიკურ პრობლემად ექცევა. 

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფულს სთხოვენ ბანალურად, ვისთანაც ვერ შეთანხმდებიან, ვიღაცას დაიჭერენ და ამას კორუფციასთან ბრძოლას დაარქმევენ, რაც აბსურდულია თავისთავად," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

გულისხმობდა თუ არა "ოცნების" პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს ან გრიგოლ ლილუაშვილს, როდესაც ორი დღის წინ თქვა, რომ კორუფციაში ჩართული ყოფილი ჩინოვნიკები მათი გუნდის წინააღმდეგ ოპოზიციას და მედიას ინფორმაციას აწვდიდნენ. "პირველებმა" ეს კითხვა დღეს ირაკლი კობახიძეს დაუსვა. კობახიძეს დღეს არცერთი გვარი არ უარყვია და არც დაუდასტურებია.