როგორ ბედავს "ოცნება" ქართველი ხალხის სახელით უარი თქვას ვიზალიბერალიზაციაზე? - ეკა გგიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური იმ უპირატესობებზე საუბრობს, რომელსაც ქართველი ხალხისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს. მესამე სექტორის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლაზე ათქმევინონ უარი და იგივე მდგომარეობაში ჩააყენონ, როგორშიც თავად უკვე არიან.
ეკა გიგაურისთვის გაუგებარია, როგორ ბედავს ივანიშვილის გუნდი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ქართველლ ხალხ ვიზალიბერალიზაცია.
ძალიან ბევრი სემინარი იყო, სადაც მონაწილეობდა ძალიან ბევრი პროფესიონალი ექიმი იქნება, მკვლევარი იქნება, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ ევროპაში, იმაღლებდნენ თავის კვალიფიკაციას. აქ იყო საუბარი ძალიან ბევრ შესაძლებლობაზე ასევე ქართული კულტურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მიიოდნენ ევროპაში და წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას. ეს იყო შესაძლებლობა ძალიან ბევრი ადმაიანისთვის, რომ მაგალითად, მიეღო შესაბამისი მკურნალობა.
ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" თავისი ბინძური პროპაგანდით გვეუბნება, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვთქვათ უარი და როგორც თვითონ შეეხოთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი მფლობელებს ეს ვიზების გაუქმება, ზუსტად იგივე მდგომარეობაში აყენებენ ქართველ ხალხს.
საერთოდ, როგორ ბედავს რამდენიმე ადამიანი ასეთი გაადწყვეტლების მიღებას ქართველი ხალხის სახელით. საერთოდ, ამას როგორ ბედავენ და რატომ ფიქრობენ, რომ ქართული საზოგადოებაამას შეურიგდება?, - ამბობს ეკა გიგაური.
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, "ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის ", ხოლო „რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა“, ეს, მისი მტკიცებით, "ეგზისტენციალურ საკითხია".
მისი თქმით, "თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მიანიჭებენ მშვიდობასა და სტაბილურობას".