საქართველო იქნება ევროპული გეოპოლიტიკური რუკიდან ამოღებული და ეს მხოლოდ "ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება - მაჭავარიანი
"ქართულ ოცნებას" ვიზალიბერალიზაციის მოხნს არ ადარდებს, - ამის შესახებ პოლიტილოგი ვანო მაჭავარიანი საუბრობს. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ძალაუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.
მაჭავარიანი პირდაპირ ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მხოლოდ "ქართული ოცნების" პასუხისმგბელობა იქნა. ასეთ შემთხვევაში, ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ ქართველები ევროკავშირიდან დაადეპორტონ.
ვიზალიბერალიზაციის მოხსნა, როგორც ჩანს, მათ დიდად არ ადარდებთ. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემას უქმნის იმ ძალაუფლების უპირობო შენარჩუნებაში, რომელშიც ხელს უშლით ქართველი ხალხი, ევროკავშირი და ის ვალდებულებები, რომელიც მათ აიღეს. პირდაპირ ვამბობ, რომ, უბრალოდ, ვიზებს ძალიან მინიმალური რაოდენობით გასცემენ. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყოს დეპორტაცია, იმიტომ, რომ თუ ქვეყანა არ მიდის ევროპული სივრცისკენ და არღვევს ყველა იმ პირობას, რომელიც ევროკავშირში მიღებულია როგორც ნორმა, საქართველო იქნება ევროპული გეოპოლიტიკური რუკიდან ამოღებული და ამას მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებით გააკეთებენ და არა, ასე ვთქვათ, ევრობიუროკატების კაპრიზიტ, - ამბობს ვანო მაჭავარიანი.
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ევროპაში მოქალაქე ვიზით წავა, თუ უვიზოდ, "ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის ", ხოლო „რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა დაგვირღვიონ და სტაბილურობა“, ეს, მისი მტკიცებით, "ეგზისტენციალურ საკითხია".
მისი თქმით, "თუ ასე დადგება საკითხი, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობას მიანიჭებენ მშვიდობასა და სტაბილურობას".