კობახიძემ ასე თუ გააგრძელა ბრიუსელში მიწვევა კი არა ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება - სიჭინავა
კობახიძემ ასე თუ გააგრძელა ბრიუსელში მიწვევა კი არა ცეკვის ანსამბლისთის მოგვიწევს მისი გაყოლება - ასე ეხმაურება გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა "ოცნების" პრემიერის განცხადებას.
სიჭინავას თქმით, შეუძლებელია, ასეთი ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკის შემდეგ, კობახიძე ვინმეს სერიოზულად აღიქვას ევროკავშირში.
კობახიძემ ასე თუ გააგრძელა ბრიუსელში მიწვევა კი არა ცეკვის ანსამბლისთის მოგვიწევს მისი გაყოლება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ირაკლი კობახიძე, რომელიც ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკით გამოირჩევა, ჩვენს მეგობრებს ასეთი აღვირახსნილი, ანტიევროპული კამპანიით პასუხობს, ელჩებს და სახელმწიფოებს თავს ესხმის, სერიოზულად აღიქვას რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ. ლეგიტიმაციის მიღებით კი არ არის დაინტერესებული, მაქსიმალურად ცდილობს მინიმიზებას იმ ზიანის, იმ საფრთხის, რომელიც შიდა პოლიტიკურ ამბებში ელოდება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებით ირაკლი კობახიძეს"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.