ცისკარიშვილი: ევროპას სურს, რომ საქართველო გახდეს მათი ღირებულებების ნაწილი, მაგრამ ამ შანსს ჩვენს ხალხს და ქვეყანას ართმევს კობახიძე და ივანიშვილის დაჯგუფება
“ევროპას სურს, რომ საქართველო გახდეს მათი ღირებულებების ნაწილი - იყოს წარმატებული, განვითარებული, პროგრესული და ძლიერი ქვეყანა. მაგრამ ამ შანსს ჩვენს ხალხს და საქართველოს ართმევს კობახიძე და ივანიშვილის დაჯგუფება.“ - ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.
- კობახიძემ დღეს თქვა, რომ ბრიუსელში ჩასვლა უნდა. მისი თქმით, მზად არის, დღესვე გაფრინდეს ბრიუსელში, თუმცა ევროგაერთიანებიდან მხოლოდ წერილებს იღებს.
- კობახიძემ დღევანდელ განცხადებაშიც “დიფ სთეითზე" და კონსპირაციაზე ისაუბრა.
ცისკარიშვილის თქმით, “ოცნება” აქტიურად მუშაობს პროპაგანდაზე, კონტრ პიარზე, რომ "თითქოს ვიღაც მათი ომში ჩათრევით საქართველოს უუქმებს უვიზო რეჟიმს, რომ მათ აიძულებენ გახსნან მეორე ფრონტი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გაუუქმდება უვიზო რეჟიმი".
“რა თქმა უნდა, ივანიშვილს და მის რეჟიმს აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა, აღმოსავლეთ იმორის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არის მათი მაქსიმუმი, მაგრამ სინამდვილეში “ოცნება” ძალიან აქტიურად მუშაობს პროპაგანდაზე, კონტრ პიარზე, რომ თითქოს ვიღაც მათი ომში ჩათრევით საქართველოს უუქმებს უვიზო რეჟიმს, რომ მათ აიძულებენ გახსნან მეორე ფრონტი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გაუუქმდება უვიზო რეჟიმი. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა წაიყვანონ წინ, ესენი აბრუნებენ უკან და აბრუნებენ იმ დროს, როდესაც ხალხი საათობით იდგა ვიზების რიგში, მაგრამ თუ ბელორუსს დავემსგავსეთ, ბელარუსელები ვერ დადიან ევროპაში, 10 დან 1 ადამიანს შეიძლება მისცენ ვიზა და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი რეალობა. აქვე უნდა გვესმოდეს, პირველ რიგში “ოცნების” ამომრჩეველს, რასაც ევროპა ითხოვს “ოცნებას”, ეს არის ქართველი ხალხის მისწრაფება და სურვილი, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ისინიც ჩვენგან ელოდებიან, რომ ვიცხოვროთ დემოკრატიული ღირებულებებით, იყოს კანონის უზენაესობა, როდესაც სამართალი თანაბარია ყველასთვის, არ იყვნენ პოლიტპატიმრები ციხეში, არ ყალბდებოდეს არჩევნები, ამას გვთხოვს ევროპა, ამას ელოდება ჩვენგან ევროპა, ძალიან ელემენტარული სტანდარტებს გვთხოვს ევროპა. ევროპას სურს, რომ საქართველო გახდეს მათი ღირებულებების ნაწილი, იყოს წარმატებული, განვითარებული, პროგრესული, მდიდარი და ამ შანსს ართმევს კობახიძე და ივანიშვილის დაჯგუფება ჩვენს ხალხს და საქართველოს.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.