გიორგი ბაჩიაშვილი ციხის საავადმყოფოს დირექტორს ამხელს - კიდევ რომელი მედიკოსი დაასახელა პატიმარმა? (წერილი)

19.07.25 21:20
გიორგი ბაჩიაშვილი ციხის საავადმყოფოს დირექტორს ამხელს - კიდევ რომელი მედიკოსი დაასახელა პატიმარმა? (წერილი)

გიორგი ბაჩიაშვილი ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას ამხელს - 18 ივლისით დათარიღებულ ხელნაწერში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი წერს, რომ მიუხედავად მძიმე დაზიანებისა, დარასელიამ მას ეტლით გადაადგილების უფლება არ მისცა. 

როდესაც დავამთავრე შეხვედრა ადვოკატთან და ველოდებოდი პერსონალს, რათა ეტლით ამოვეყვანე. შემოვიდა მამაკაცი, რომლიც გამეცნო როგორც მე-18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. მან მითხრა, რომ ჩემით ავსულიყავი, რადგან არაფერი მჭირდა და ეტლი არ მეკუთვნოდა. მე უარი განვაცხადე ჩემით ასვლაზე, რადგან მიჭირს გადაადგილება" - აღნიშნავს პატიმარი ბაჩიაშვილი.

ამასთან, ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, მანანა ელეფთეროვას სახელზე გაგზავნილ წერილში გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ კლინიკა "ვივა-მედში" სხვადასხვა გარემოებების გამო, მისი დაზიანებების სიმძიმე სრულად არ ასახეს.

"შაბათის ეთერის" ინფორმაცით, უფრო მეტი თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა დაკითხვის დროს და დაასახელა ექიმის ვინაობაც. ლელა ცირეკიძეა "ვივა-მედის" მედიკოსი, რომელსაც პატიმარი გიორგი ბაჩიაშვილი ამხელს.

"სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას, ასევე "ვივა-მედშიც" დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. "ვივა-მედის" ექიმმა მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამაბრუნებდნენ ციხეში.მოვითხოვე სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მთელი ხმით ვყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. საბადრაგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩამსვეს საბადრაგო მანქანაში, დამაბრუნეს მე-8 დაწესებულებაში, სხვა საკანში" - აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათმა" გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორმაციით, ის 28 წლის  პატიმარი, კახი მეტრეველია

თავდასხმა მიმდინარე წლის 11 ივლისს მოხდა, დაზარალებული ბაჩიაშვილის მონათხრობის მიხედვით,  ყველაფერი კი 7 ან 8 ივლისს, გლდანის ციხის ადმინისტრაციულ კორპუსში, დირექტორის კაბინეტში დაიწყო, როცა დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი დაიბარა და ივანიშვილისთვის სადავო კრიპტოვალუტის დაბრუნება ურჩია. უთხრა, რომ სჯობდა, გაეხსნა ანგარიშები, სადაც მისი კრიპტოვალუტის საფულე და თანხის ბრუნვა იყო ასახული. ამასთანავე ჰკითხა, რა ტექნიკური მოწყობილობები იყო საჭირო ამისთვის ციხეში.

ბაჩიაშვილმა ციხის უფროსის კაბინეტში შეყვანისა და კრიპტოვალუტის ანგარიშების გახსნის მოთხოვნის შესახებ წერილი ორშაბათს გაავრცელა. უკვე მეექვსე დღე სრულდება და ციხის ადმინისტრაციას ამ განცხადების უარსაყოფად, სათვალთვალო კამერის ერთი ჩანაწერიც კი არ გაუვრცელებია. 

ყველაფერი 27 წლის პატიმარზე, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს თავს დაესხა - ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები